"არა რუსულ კანონს!" - ბიუროს სხდომა პროტესტის ფონზემიმდინარეობს
ამ წუთებში აქციაა პარლამენტში, სადაც ბიუროს სხდომაზე "ხალხის ძალა" საშიში კანონის რიგით მეორე, გაუარესებულ ვერსიას დაარეგისტრირებს. ადგილზე დამოუკიდებელი მედიასაშუალებების წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებსაც ხელში უკავიათ პოსტერები წარწერით " არა პუტინის კანონს! არა რუსულ კანონს!".
ჩვენ აქ ვდგავართ იმიტომ, რომ გავაპროტესტოთ რუსული კანონი, რომელიც უკვე მეორეჯერ უნდა დარეგისტრირდეს ბიუროზე. ჩენ არ ვფიქრობთ, რომ ეს ორი კანონი ერთმანეთისგან განსხვავდება და შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ ეს არის რუსული კანონი და აღსანიშნავია ის, რომ დღეს აქ მედიის წარმოამდგენლებს, რომლებსაც სურდათ, რომ გაეპროტესტებინათ აღნიშნული კანონპროექტი, უარი ეთქვათ შემოშვებაზე, მიუხედავად იმისა, რომ საშვები იყო მათზე დაშვებული, გაუუქმეს აღნიშნული საშვები, - ამბობს მარიამ გოგოსაშვილი.
60-ზე მეტი მედიაორგანიზაცია „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტს ეწინააღმდეგება. მედიაორგანიზაციების განცხადებით, კანონის მიზანს კრიტიკული ხმის ჩახშობაა.
ამასთან, მედიის წარმომადგენლების ნაწილს, რომლებზეც საშვია გაცემული პარლამენტის შენობაში არ უშვებენ.
შეზღუდვა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანებით დაწესდა.