გელათისა და ჯვრის მონასტრების შემდეგ ვარძია - ისტორიული ძეგლი განადგურების პირასაა
გელათისა და ჯვრის მონასტრების შემდეგ კიდევ ერთი ისტორიული ძეგლი განადგურების პირასაა. ვარძიაში მდგომარეობა იმდენად კრიტიკიულია, რომ იქ გადაადგილება საფრთხეს უკვე ტურისტებისთვის წარმოადგენს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ქვათაცვენა აქ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაიწყო, ახლა კი შესაძლოა, ძეგლიდან უკვე დიდი ლოდებიც მოწყდეს.
ვარძიაში არსებული საგანგაშო მდგომარეობის შესახებ კულტურის სამინისტრომ ჯერ კიდევ 2021 წელს იცოდა, თუმცა ორი წლის განმავლობაში არავინ არაფერი გააკეთა. ახლა კი ვითარება იმდენად დამძიმდა, რომ იძულებული გახდნენ, დუმილი დაერღვიათ.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ თავად აღიარა, რომ ძეგლი გადასარჩენია და რაც შეიძლება მალე იქ გამაგრებითი სამუშაოები უნდა ჩატარდეს.
უფრო ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.