"სტრატეგია აღმაშენებელი" გმობს და ემიჯნება ყველანაირ ძალადობას - პარტიის განცხადება

28.02.23 12:01
"სტრატეგია აღმაშენებელი" გმობს და  ემიჯნება ყველანაირ ძალადობას - პარტიის განცხადება


"სტრატეგია აღმაშენებელი" გმობს ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მომხდარ ფაქტს და ემიჯნება ყველანაირ ძალადობას, რომლის მთავარი წამახალისებელი, ხელშემწყობი  "ქართული ოცნების" ხელისუფლებაა"- ამის შესახებ პარტიის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი. 

ვთვლით, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი უნდა დარჩეს მშვიდობიანი კონკურენციის ჩარჩოში. 

ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ძალადობა ახალისებს ახალ ძალადობას და ქმნის სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობებს” - ნათქვამია “სტრატეგია აღმაშენებლის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში 

მსგავსი სიახლეები