თელავში დაკარგული 22 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
თელავში დაკარგული 22 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი დღეს, ტყეში აღმოაჩინეს.
ნიკოლოზ რაზიკაშვილი 3 მაისს საღამოს გაუჩინარდა და მას ამ დრომდე ეძებდნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.