რას აკეთებს საპატრიარქო გელათის გადასარჩენად? - წმინდა სინოდს ინფორმაცია არ აქვს
რას აკეთებს საპატრიარქო გელათის გადასარჩენად? - წმინდა სინოდის წვრებმა არ იციან, რა გეგმა აქვს საპატრიარქოს კულტურული მემკვიდრობის გადასარჩნად. მიუხედავად იმისა, რომ წარუმატებელი სარეკონტრუქციო სამუშაობის შემდეგ თეა წულუკიანმა ისტორიული მემკვიდრეობა საპატრიარქოს გადააბარა, გელათის გადარჩენის გეგმა არც მათ აქვთ.
მე ველოდები როგორი იქნება განვითარება. უბრალოდ, პროცესში არ ვარ მე ჩართული. ჩემი კომპეტენცია არ არის და ჯერ არ ვარ ჩართული. საერთოდ, გელათში რაც ხდება, რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი დალაგდება და მოწესრიგდება, - ამბობს "პირველებთან" ჭიათურის და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი.
რა ნაბიჯები გადაიდგემა გელათის გადასარჩენად, სინოდმა და საპატრიარქომ, სავარუდოდ, რამდენიმე დღეში უნდა თქვას.