"დიდება სტალინს" - გორში, პრორუსული ძალები საბჭოთა კავშირის აღდგენას ითხოვენ

09.05.21 13:24
"დიდება სტალინს" -  გორში, პრორუსული ძალები  საბჭოთა კავშირის აღდგენას ითხოვენ

აქცია გორში - პრორუსული ძალები საბჭოთა კავშირის აღდგენას  და სტალინის ძეგლის ცენტრალურ მოედანზე  დაბრუნებას მოითხოვენ.

პრორუსული ორგანიზაციების  და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები  გორის ცენტრშ ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით შეიკრიბენ და მათ  აქციისთვის საბჭოთა სიმბოლიკა გამოიყენეს. კანონმდებლობის თანახმად, საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება აკრძალულია, თუმცა ფაქტზე რეაგირება პოლიციას არ მოუხდენია.

აქციის მონაწილეები ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს დაუპირისპირდნენ.