გელათის საკითხზე ჯერ მხოლოდ მოლაპარაკება შედგა - სასულიერო პირები

28.02.23 16:20
გელათის საკითხზე ჯერ მხოლოდ მოლაპარაკება შედგა - სასულიერო პირები

მაღალი იერარქიის სასულიერო პირები ისევ ვერ ამბობენ, რა გეგმა აქვს საპატრიარქოს გელათის სამონასტრო კომპლექსის გადასარჩენად. 

დეკანოზ იაკობ მახნიაშვილი "პირველებთან ამბობს, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის ჯერ მხოლოდ მოლაპარაკება შედგა, რათა კულუტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად საუკეთესო შედეგი დადგეს. 

ორივე მხარე ცდილობს, რომ არა მარტო ეკლესიის კუთვნილებაა გელათი, ეს სახელმწიფოს და ჩვენი ერის კულტურული მემკვიდრეობაა, რომ ყველაფერი გაკეთდეს, ისე ითანამშრომლონ, ისე გაანაწილონ რესურსები და შესაძლებლობები, რომ საუკეთესო შედეგი დაიდოს საბოლოო ჯამში. ჯერ როგორც ვიცი, უბრალოდ, შედგა ასეთი თანამშრომლობა და შემდგომში უკვე ოფიციალურად ეკლესია იტყვის, რა და როგორ იქნება,- ამბობს დეკანოზი. 

მეუფე ეფრემი კი ამბობს, რომ სამონასტრო კოპლექსი საპატრიარქოას ჯერ ახლახანს გადაეცა და არაფერი იცის. 

ჯერ არაფერი, ჯერ ახლა გადაეცა...,- ამბობს მეუფე ეფრემი. 

თითქმის ერთი კვირაა, რაც  საპატრიარქომ გელათის სამონსატროს კომპლექსის გადასარჩენად პასუხისმგებლობა გადაიბარა, თუმცა რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავენ, არ ამბობენ. ჯერ არავინ დაკავშირებია საპატრიარქოდან ჩუბინაშვილის ცენტრის ექსპერტებსაც. 

 

მსგავსი სიახლეები