რატომ დააჯარიმეს "ქართუ" - ბანკის პასუხისმგებელი პირები "პირველებს" დაემალნენ
რატომ დააჯრიმეს ბანკი "ქართუ" - ადგილზე "პირველების" გამოჩენის შემდეგ ყველა პასუხისმგებელი პირი დაიმალა. ბანკის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა კი, რომელსაც ჟურნალისტი ტელეფონით დაუკავშირდა, თქვა, რომ დაჯარიმების მიზეზი ეროვნულმა ბანკმა უნდა განმარტოს.
ეს "ქართუ" ბანკის და ეროვნული ბანკის საქმეა, თქვენ რა შუაში ხართ? რას მიედ-მოედებით, ვერ გავიგე...განცხადებაში რომ წერია, ეროვნულ ბანკს მიმართეთ, - თქვა ბანკის თანამშრომელმა.
მმართველ პარტიაში არ სჯერათ, რომ ოლიგარქი საკუტარი ბანკის მეშვეობით დანაშაულებებს სჩადიოდა.
გამორიცხულია, იმიტომ, რომ... დარწმუნებული ვარ... თუნდაც იმიტომ, რომ ივანიშვილისია, - ამბობს მმართველი გუნდის ერთ-ერთი წევრი.
ოპოზიციას კი ივანიშვილის ბანკსი მხრიდან ამგვარი დანაშაულებები არ უკვირს.
ეროვნულ ბანკს შემორჩა მცირეოდონი ფუნქციები და როგორ ჩანს, ამ ფუნქციების ფარგლებში მან გამოიჭირა ფულის გათეთრების კანონდარღვევაში "ქართუ" ბანკი და დააჯარიმა, მაგრამ ეს არის წვრილმანი იმასთან შედარებით, რაც მანამდე მოხდა, როდესაც "პროგრესბანკი", რომლის დამფუძნებელი იყო კახა კალაძე, გავრილოვი, რუსი ავანტურისტი და ბიძინა ივანიშვილი პანამიდან ფულის გათეთრებაზე წავიდნენ. საქართველოში, როგორ ჩანს, რომელიღაც პოლიტიკოსს ან ელისუფლებასთან დაახლოვებული პირის მიერ განხორციელებული ტრანზაქცია დამალა ერთ შემთხვევაში "ქართუ" ბანკმა, ვინაიდან ასე ჩანს ამ გადაწყვეტილებიდან და თუ ვინ არის ეს პირი, ეს უნდა გვითხრა ეროვნულმა ბანკმა, - ამბობს რომან გოცირიძე.
ტერორიზმის დაფინანსების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ფულის გათეთრების და საეჭვო ტრანზაქციების რისკის გამო ეროვნულმა ბანკმა ბანკი ქართუ 64 ათასი ლარით დაააჯარიმა. ირკვევა, რომ ივანიშვილის ბანკმა ერთ-ერთი პოლიტიკურად აქტიური პირის ფინასური ტრაზაქციები დამალა. სანქციის დაკისრების გადაწყვეტილება მარეგულერებელმა მას შემდგე მიიღო, რაც "ქართუმ " შემოწმების პროცესში მოთხოვნილი დოკუმენტაცია არასწორად და რიგ შემთხვევებში ვადაგადაცილებით წარადგინა.