ივანიშვილის "ქართუ" დიდ სკანდალში ეხვევა - რა საეჭვო ტრანზაქცია განახორციელა ბანკმა

28.02.23 20:10
ივანიშვილის "ქართუ"  დიდ სკანდალში ეხვევა -  რა საეჭვო ტრანზაქცია განახორციელა ბანკმა

ივანიშვილის "ქართუ"  დიდ სკანდალში ეხვევა. შვეიცარიის შემდეგ დიდი თავისტკივილი ოლიგარქს საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც შეუქმნა.

მარეგულირებელმა დაადგინა, რომ დარღვეულია  კანონი შემოსავლის ლეგალიზაციის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ. ამის გამო "ქართუ" 64 ათასი ლარით დაჯარიმდა. 

ირკვევა, რომ შემოწმების პროცესში  "ქართუმ" მოთხოვნილი ინფორმაცია მარეგულირებელს ვადების დარღვევით სამჯერ გადაუგზავნა. ცნობილია, რომ ეროვნულმა ბანკმა  კანონდარღვევების მთელი კასკადი ქართველი ოლიგარქის ბანკში ჯერ კიდევ 2019-21 წლებში აღმოაჩინა, თუმცა ის ორი კვირის წინ, 15 თებერვალს გამოაქვეყნა, რაც  დროში "ოცნების" მიერ ეროვნული ბანკის შესახებ პარლამენტში კანონის  მიღებას ემთხვევა.

უფორ ვრცლად "ქართუ" ბანკის სკანდალის შესახებ ნახეთ გიორგი ხუხიას რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები