1 მოკლული და 1 დაჭრილი - რა გახდა გორში სისხლიანი გარჩევის მიზეზი

28.02.23 20:02
1 მოკლული და 1 დაჭრილი - რა გახდა გორში სისხლიანი გარჩევის მიზეზი

 შეკვეთილი მკვლელობა  თუ შურსიძიება? - ცეცლხსასროლი იარაღიდან 20-მდე გასროლის შედეგად მანქანაში ჩაცხრილეს ირაკლი კობერიძე, მასთან ერთად მყოფი ვანო ღვინიაშვილი კი დაჭრეს. მისი მდგომარეობა კრიტიკულია და ამ წუთებში  მამაკაცის  გადარჩენას ექიმები ცდილობენ.

სისხლიანი გარჩევა გორში, რომელიც მკვლელობით დასრულდა, რკინიგზის დასახლებაში, ერთ-ერთ სამრეცხაოში დაიწყო. ირკვევა, რომ ერთმანეთს ორი ჯგუფი დაუპირისპირდა. განზრახ მკვლელობის  მუხლით სამართალადმცველებმა  35  წლამდე მამაკაცი დააკავეს.
 რა გახდა სისხლიანი ანგარიშსწორების მიზეზი?

უფრო ვრცლად გორში მომხდარი მკვლელობის შესახებ ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები