როგორ უნდა გადაარჩინონ გელათი - წმინდა სინოდის წევრებს პასუხი არ აქვთ
გელათის ბედი ისევ გაურკვეველია. მიუხედავად იმისა, რომ ტაძრის გადასარჩენად ყოველი წუთი გადამწყვეტია, საპატრიარქოში ჯერ არანაირი გეგმა არ არსებობს. წმინდა სინოდის წევრებმა არ აქვთ ინფორმაცია, როგორ გეგმავენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გადარჩენას.
არადა, თეა წულუკიანმა ტაძარზე პასუხისმგებლობა სრულად საპატრიარქოს გადააბარა. ეს კი მას შემდეგ, რაც სამინისტროს მიერ ჩატარებულმა სამუშაოებმა გელათი განადგურების პირას მიიყვანა.
უფრო ვრცლად რას ამბობენ მაღალი იერარქიის სასულიერო პირები ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.