რეკეტი, რომელიც სისხლიანი გარჩევით დაიწყო და მკვლელობით დასრულდა - გორში მომხდარი მკვლელობის დეტალები
ბიზნეს რეკეტი, რომელიც სისხლიანი გარჩევით დაიწყო და მკვლელობით დასრულდა - განზარხ მკვლელობის ბრალდბით 34 წლის ბიზნესმენია დაკავებული. გამოძეიების იფნორმაციით, ნიკოლოზ სიბაშვილმა 31 წლის ირაკლი კობერიძე ავტომობილში 20 ტყვიით ჩაცხრილა.
ერთ-ერთი ვერსიით, დაკავებული გორში ავტოსამრეცხაოს ფლობს, მისი ბიზნესს კი ე.წ. კრიმინალური სამყარო არეკეტებდა და ფულს სისტემატიურად სძალავდა.
საქმის გარჩევა კი გუშინ რკინიგზის დასახლებაში მკველეობით და დაჭრით დასრულდა. ამ დრომდე რეანიმაციაში იმყოფება დაჭრილი ვანო ღვინიაშვილი. მისი მდგომარეობა მძიმეა.
მოკლული ირაკლი კობერიძის ცხედარი გორის ექსპერტიზის ბიუროდან სახლში უკვე გადაასვენეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მიმდინარეობს.