როგორ მუშაობს საქართველოს სამედიცინო სისტემა - "ადამიანის უფლებათა ცენტრის" საგანგაშო კვლევა
როგორ მუშაობს საქართველოს სამედიცინო სისტემა - კვლევას "ადამიანის უფლებათა ცენტრი" აქვეყნებს. გავლენიანი ორგანიზაცია სამედიცინო მომსახურებისას დაზარალებული მოქალაქეების საქმეებს ასაჯაროვებს. მათ შორის მოხვდა კლინიკა "ვივამედიც", სადაც საქმის მასალაბის მიხედვით ღვიძლის ტრანსპლანტაციის არასწორად ჩატარებულ ოპერაციას ახლაგზრდა მამაკაცი შეეწირა, ამ საქმეზე კი ოჯახი გამოძიებას უშედეგოდ ითხოვს.
საქმე ეხება კლინიკა "ლანცეტს" დღეს "ვივა მედის" სახელით აგრძელებს სამიქნობას. ამ საქმეში გამოკვეთილია დანაშაულის ნიშნები. პასუხისგებაშია მიცემული კონკრეტული პირი, რომელიც იხდის დღეს სასჯელს, თუმცა პასუხისგებაში არ მიეცა სხვა პასუხისმგებელი პირები, მათ შორის, ნინო ნადირაძე, - ამბობს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დიერქტორი ალეკო ცქიტიშვილი.
ანგარიშში მოხვდა სხვა კლინიკებიც.
მივიყვანეთ იაშვილის ბავშვთა კლინიკაში და დაუგვიანეს მანიპულაცია ბავშვს, რის შედეგადაც გაუჩერდა გული და დაუზიანდა ტვინი. ძალიან დამძიმებულია ბავშვი, მეათე წელია მანდ არის და ვიბრძვით, ფაქტობრივად, იმისთვის, რომ ბავშვი რაღაცნაირად ვაცოცხლოთ, - ამბობს დაზარალებული.