ოკუპირებულ ცხინვალში დაჭრილი ბავშვი რეანომობილით თბილისში გადმოიყვანეს
ოკუპირებულ ცხინვალში დაჭრილი ბავშვი, რომელსაც ოპერაცია ცხვინვალის ცენტრალურ საავადმყოფოში გაუკეთეს, რეანომობილით თბილისში გადმოიყვანეს. ინფორმაციას ადგილობრივი საავადმყოფოს ექიმი ლუიზ ჯიოევა ადასტურებს.
ექიმის თქმით, საავადმყოფოში შეყვანისას ბიჭს მუცლის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. მედიკოსის თქმით, ბავშვს ღვიძლი და ნაწლავები ჰქონდა დაზიანეული, ასევე, აღენიშნებოდა მარჯვენა წინამხრის ძვლების მოტეხილობა.
ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, ის გონს მოვიდა და შოკის მდგომარეობიდან გამოვიდა. წუხელ, ყველა საჭირო დახმარების შემდეგ, მეზობელ სახელმწიფოში გადაიყვანეს, - განაცხადა ჯიოევამ სააგენტო „რესს“-თან.
დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მკვლელობა ისაკ ხარებოვის ქუჩაზე, პურკომბინატთან მოხდა. მოკლული ცხინვალის მცხოვრები, 36 წლის რიჩარდ მამიევია. მკვლელობის შემდეგ მილიციამ კონტროლი ე.წ საზღვრებზე გააძლიერა.
შემთხვევიდან რამდენიმე საათში დე ფაქტო შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მილიციის განყოფილებაში მკლელობაში ეჭვმიტანილი გამოცხადდა.
დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა