მწყემსების რეკეტი ე.წ. ქურდების მონაწილეობით - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია
პოლიცია მწყემსების რეკეტის ორგანიზებაში ბრალდებულებს ეძებს - ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების სამძებრო ოპერაცია ქვყნის მასშტაბით მიმდინარეობს.
მწყემსების რეკეტში და ცხვრების გატაცების საქმეში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, 7 ადმიანი ფიგურებს 5 მათგანი პოლიციამ დააკავა.
გომელაურის უწყება 34 წლის ნოდარ ბადუაშვილსა და 26 წლის გიორგი ტურიაშვილს თვეზე მეტია, უშედეგოდ ეძებს. გამოძიების ინფორმაციით, მათ სოფელ იორმუღალოში მწყემსებს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.
"პირველების" ინფორმაციით, კრიმინალური სამყარო კონფლიქტში იორმუღალოელ ფერმერთან დავის მოგვარების მიზმა ბადიაურმა ჩართო. ე.წ. კანონიერი ქურდის ვერდიქტის საფუძვლზე 50 წლის ფერმერი გამართლდა. კრიმინალურმა დაჯგუფებამ კი ცხვრები გაიტაცა და მწყემსები ფერმაში ჩაკეტა.
ძებნილი 34 წლის ნიკოლოზ ბადუაშვილი მიზრა ბადუაშვილის შვილია.