ესებუამ მითხრა, რომ ჩემი აცილება არ უნდოდა, პროცესს ძალოვანები მართავენ - ალექსანდრე კობაიძე

01.03.23 17:11
ესებუამ მითხრა, რომ ჩემი აცილება არ უნდოდა, პროცესს ძალოვანები მართავენ - ალექსანდრე კობაიძე

 ბადრი ესებუაზე კოლოსალური ზეწოლა მიმდინარეობს - ამის შესახებ ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა. 

უფლებადამცველი ის ინფორმაცია შეაფასა, რომლის მიხედვითაც, ბადრი ესებუამ ადვოკატ კობაიძის დაცვაზე უარი თქვა: 

მას ათქმევინეს, რომ ალექსანდრე კობაიძე აეცილებინა. როცა ვემშვიდობებოდი, ბოდიში მომიხადა, მითხრა რომ ეს მისი სურვილი არ იყო და ეს გააკეთებინეს"- განაცხადა ადვოკატმა. 

ალექსანდრე კობაიძის თქმით, პროცესს ძალოვანი უწყებები მართავენ. 

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში  ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. სხდომას ბრალდებულიც ესწრება.

სასამართლოს წინაშე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.