მწყემსების რეკეტი კახეთში - დაკავებულთა შორის ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, მალხაზ ბადუაშვილის ძმაა

01.03.23 18:47
მწყემსების რეკეტი კახეთში - დაკავებულთა შორის ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, მალხაზ ბადუაშვილის ძმაა

მწყემსების რეკეტი კახეთში - შინგან საქმეთა სამინისტრომ 5 პირი ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკვა. მათ შორის არის ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, მალხაზ ბადუაშვილის ძმა.

2 პირს სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.

კახეთში, ცხვრების გატაცების საქმეზე ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, მალხაზ ბადუაშვილის ძმა დააკავეს.

"ორგანიზებულმა ჯგუფმა წინასწარ გაზრახვით თავისუფლება აღუკვეთა მოქალაქეს, გაიატაცა და დაეუფლა 1700-მდე ცხვარს, კრიმინალური გარჩევისას კი გამოიყენეს კალაშნიკოვის ტიპის ავტომატური იარაღი და ნაგანი.

2 პირს სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ, დანარჩენები კი, სულ 5 პირი ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს. 

ცნობილი ხდება, რომ ამ ფაქტზე დაკავებული ერთ-ერთი პირი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, მალხაზ ბადუაშვილის ძმა, გელა ბადუაშვილია. როგორც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ბადუაშვილმა ერთ-ერთ ფერმერს 600 სული ცხვარი გაატანა, შესაბამისი ანაზღაურების ვერმიღების შემდეგ კი რამდენიმე თანამზრახველთან ერთად ჩავიდა ფერმაში და ცხვრები უკან დაიბრუნა, რასაც ფერმერის გაღიზიანება მოჰყვა და კონფლიქტი კიდევ უფრო მეტად გამწვავდა", - წერია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, 236-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს.

"პირველების" ინფორმაციით,  კრიმინალური სამყარო კონფლიქტში იორმუღალოელ ფერმერთან დავის მოგვარების მიზმა ბადიაურმა ჩართო. ე.წ. კანონიერი ქურდის ვერდიქტის საფუძვლზე 50 წლის ფერმერი  გამართლდა.  კრიმინალურმა დაჯგუფებამ კი ცხვრები გაიტაცა და მწყემსები ფერმაში ჩაკეტა.

მსგავსი სიახლეები