ბიზნეს რეკეტი და 20 გასროლით მანქანაში ჩაცხრილული ირაკლი კობერიძე - გორში მომხდარი შემზარავი მკვლელობა

01.03.23 20:21
ბიზნეს რეკეტი და 20 გასროლით მანქანაში ჩაცხრილული ირაკლი კობერიძე - გორში მომხდარი შემზარავი მკვლელობა

მკვლელობით დასრულებული ბიზნეს რეკეტის საქმე გორში.  ბიზნესმენს, რომელმაც 20 ტყვიის გასროლის შედეგად  მანქანაში  34 წლის ირაკლი კობერიძე ჩაცხრილა, 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ადვოკატი კი ამტკიცებს, რომ ეს წინასწარ განზრახული დანაშაული არ იყო და სიბაშვილი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.   

დაკავებულსა და მოკლულს შორის კონფლიქტი დიდი ხნის  წინ დაიწყო.  ადვოკატი ყვება, რომ მოკლული კობერიძე  ფულის გამოძალვის მიზნით ბიზნესმენსა  და მის ოჯახს თვეების განმავლობაში სისტემატიურად ატერორებდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს კი სიბაშვილმა თავდაცვის მიზნით  ცეცხლი გახსნა, რა დროსაც ერთი მოკლა, მეორე პირი კი დაჭრა.

დეტალები იხილეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები