2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო

02.03.23 10:36
2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დღეს 2 მარტის 10:00 საათზე დაიწყო და 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. 

რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge. 

როგორც ყოველთვის, აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: 

  • პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში მონიშნოს სპეციალური  პირობა;
  • საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 13 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ;
  • საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე ექნებათ.

ასევე, აღსანიშნავია, რომ დღეს დიწყო რეგისტრაცია საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის. პროცესი 3 აპრილს 18:00 საათზე დასრულდება.

მსგავსი სიახლეები