ნაძირალა ღამბაშიძემ ფიზიკურად იძალადა მამაჩემზე და დედაჩემზე, 10 დაცვასთან ერთად მოვიდა დღეს - ნინი გოგაშვილი
სოსო გოგშვილის სასამართლო პროცესი - სუს-ის გენინსპექციის მაღალჩინოსანის, გიორგი ღამბაშიძის სასმართლოში მისვლას გოგაშვილების ოჯახის გაღიზიანება გამოიწვია.
ნინი გოგაშვილი მას ბრალს მამისა და დედის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში სდებს და ამბობს, რომ ღამბაშიძე ამისთვის პასუხს აგებს.
როდესაც მოვედით დავინახე ნაძირალა ღამბაშიძე, რომელმაც იძალადა მამაჩემზე, მამაჩემს რამდენჯერმე დაარტყა. მან იძალადა ფიზიკურად დედაჩემზეც. ეს არის დამნაშავე, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად დაისჯება. ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას. დღეს იგი მოსულია დაცვასთან ერთად, 10 დაცვა ჰყავდა დაახლოებით, იმიტომ, რომ დამნაშავე და ნაძირალაა, მას დიდი დანაშაული აქვს ჩადენილი და ამიტომ არის, რომ თავისუფლად ვერ გადაადგილდება. მაგრამ იგი ვერ გაექცევა სამართლიანობას. მოვა დრო, როდესაც მას მოუწევს სამართლიანი სასამართლოს წინაშე პასუხისგება. მან მიიღო მონაწილეობა იარაღების ჩადებაში და მან იძალადა დედაჩემზეც, როდესაც თქვა, რომ გაეყვანათ დედაჩემი ოთახიდან, რადგან ისინი არ აძლევდნენ ჩემს ოჯახის წევრებს ჩხრეკის პროცესზე დასწრების უფლებას, რაც არის კიდევ ერთი დანაშაული. მისთვის აუცილებლად უნდა შეეჩერებინათ უფლებამოსილება, რადგან ჩვენ ვადანაშაულებთ მას ჩემს ოჯახის წევრებზე ფიზიკურ ძალადობაში. სამართლიან და დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი რამ არ მოხდებოდა", - ამბობს ნინი გოგაშვილი.