ქუჩური გარჩევა ლაგოდეხში - დაჭრილია 3 ახალგაზრდა კაცი
ქუჩური გარჩევა ლაგოდეხში - დაჭრილია 3 ახალგაზრდა მამაკაცი.
"პირველების" ინფორმაციით, სოფელ კაბალში მცხოვრებმა მოქალაქემ ახალგაზრდებს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა.
დაპირისპირება აზერბაიჯანელ მოქალაქესა და 3 საქართველოს მოქალაქეს შორის მოხდა.
შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა.
სამივე მათგანი ლაგოდეხის "არქიმედეს" კლინიკაშია გადაყვანილი.
ექიმების თქმით, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დაკავებულია 1 პირი.