ბიზნესმენის სავარაუდო რეკეტი ახმეტაში - დაჭრილია 44 წლის კაცი
სისხლიანი გარჩევა ახმეტაში - "პირველების" ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში 44 წლის კაცი დაჭრეს. ბექა ონიაშვილს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება თანხის გამოძალვის გამო დაიწყო. წყარო "პირველებს" უყვება, რომ ადგილობრივი, ე.წ კრიმინალური ავტორიტეტი, ბექა თიღილაური, მის თანმხლებ პირებთან ერთად ონიაშვილისგან ფულს ითხოვდა, უარის შემდეგ კი კაცი დაჭრეს.
ონიაშვილი, რომელიც ფეხის არეშია დაჭრილი, ამტკიცებს, რომ იარაღი თავად გაუვარდა. კაცი ამბობს, რომ პოლიციაში საჩივრის შეტანას არ აპირებს.
ადგილობრივები "პირველებს" უყვებიან, რომ ონიაშვილი ახმეტაში მცირე ბიზნესს ფლობს, თილიღაური კი მას ფულს სისტემატიურად სძალავდა.