წინა შეხვედრასთან სხვაობა დიდია, სააკაშვილის მდგომარეობა ძალიან ცუდისკენ მიდის - მეუფე ნიკოლოზი
მეუფე ნიკოლოზი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სანახავად ყოველ კვირა დადის, ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია.
მეუფე კიდევ ერთხელ აცხადებს, მას რომ ეჭვი ეპარებოდეს, რომ სააკაშვილი განგებ არ იღებს საკვებს, ის მას არ აზიარებდა.
როცა ექიმი ამბობს, რომ საკვებს არ იღებს, იმიტომ, რომ გული ერევა და მერე მაინც არ იღებს და მერე ისევ გული ერევა, ეს რას ნიშნავს, თუ საჭმელს შეჭამს და გული აერევა და მერე არ შეჭამს, ეს ნიშნავს, რომ საკვებს არ იღებს? მე განვაცხადე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, მე რომ ეჭვი მქონდეს ოდნავ მაინც, რომ ის განგებ აკეთებს ამას, არავითარ შემთხვევაში მას ზიარების უფლეაბს არ მივცემდი. კვირაში ერთხელ მოვიდვარ და ვხვდები მას, კარგს ვერაფერს ვერ გეტყვით. ორი კვირის წინ რომ ვიყავი, მაშინ ძალიან დიდი სხვაობა იყო წინა შეხვედრასთან და ახლაც სხვაობა ძალიან დიდია, თან ძალიან ცუდისკენ". - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.
მესამე პრეზიდენტის პალატა და კლინიკა "ვივა მედი" მეუფე ნიკოლოზმა უკვე დატოვა.