მაღალჩინოსანი, რომელსაც გოგაშვილები ცემაში ადანაშაულებენ, მედიას არ პასუხობს

02.03.23 14:49
მაღალჩინოსანი, რომელსაც გოგაშვილები ცემაში ადანაშაულებენ, მედიას არ პასუხობს

საქალაქო სასამრთლოში სოსო გოგაშვილის საქმეზე გენერალური ინსპექციის მაღალჩინოსნის, გიორგი ღამბაშიძის გამოკითხვა დასრულდა.

 გოგაშვილის ოჯახი სწორედ გიორგი ღამბაშიძეს ადანაშაულბდა სუსის ყოფილი შეფისა და მისი მეუღლის ცემაში.

სხდომის დასრულების შემდეგ ღამბაშიძემ მედიის არცერთ კითხვას არ უპასუხა. 

დღეს ასევე გამოიკითხა სოსო გოგაშვილის დაცვის თანამშრომელი, რომელსაც ევალებოდა გოგაშვილის  უსაფრთხოების უზრუნველყოფა და, რომელიც უშუალო თვითმხილვევლი იყო სპეცოპერაციის. მისი თქმით, სპეცოპერაციის დაწყებამდე გოგაშვილის სახლში მუშაობდა რვავე კამერა და სერვერი. იგი ასევე ადასტურებს სპეცოპერაციის ძალადობრივ ფაქტებს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გიორგი ღამბაშიძე უსაფრთხოების უმაღლესი დონის დაცვით შეიყვანეს და გამოიყვანეს საქალაქო სასამართლოდან.

ამ წუთებში მოსამართლეს ჩვენაბას, სუს-ის ექსშეფის ცოლი,  თეა მარტყოფლიშვილი აძლევს.  დღის ბოლოს ნიკა გოგაშვილს დაკითხავენ.  

მსგავსი სიახლეები