სტუდენტების დემარში - რუსული კანონის მხარდამჭერ ლექტორს ახალგაზრდები უპირისპირდებიან
სტუდენტების დემარში - რუსული კანონის ლობირების ამბავმა ლექტორი ნიკოლოზ სამხარაძე ახალგაზრდებისთვის კეთროვანად აქცია. სტუდენტები მის ლექციაზე დასწრებაზე უარს ერთმანეთის მიყოლებით ამბობენ. სოციალურ ქსელში მთელი კამპანია მიმდინარეობს, სადაც სტუდენტები საგნების ჩამონათვალში სამხარაძის ლექციების წაშლის დამადასტურებელ ფოტოებს აქვეყნებენ.
ნიკოლოზ სამხარაძე, რომელიც ახალგაზრდებს უნივერსიტეტში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას ასწავლის, პარლამენტში ხმას აძლევს კანონს, რომელმაც შესაძლოა, ქვეყნის ევროკავშირთან ურთიერთობა დაასრულოს. მისმა კომიტეტმა გუშინ მწვანე შუქი რუსულ კანონს უკვე აუნთო.
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტს სოლიდარობას უცხადებებნ ახალგაზრდები სხვა სასწავლებლებიდანაც და მზად არიან, საერთო პროტესტს შეუერთნენ.
უფრო ვრცლად სტუდენტების პროტესტის შესახებ ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.