რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულების პროცესი 22 მარტამდე გადაიდო
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულთა ნაწილი ამ დრომდე წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება. აქტივისტების სასამართლო პროცესი 22 მარტამდე გადაიდო.
დაკავებულების ადვოკატებმა მოსამართლეს მტკიცებულების შესაგროვებლად დრო მოსთხოვეს. ვალერიან ფილიშვილმა, რომელიც 20 ივნისის საქმის მოსამართლეა, შუამდგომლობა გაიზიარა და შვიდი აქტივისტი სხდომათა დარბაზიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.
ერთ-ერთი დაკავებული "პირველებთან" დაკავების დღეს იხსნებს, არ აღიარებს არცერთ ბრალს, გარდა ქვეყნის სიყვარულსა და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისა.
პარლამენტის მიმდებარე ტრიტორიაზე მიმდინარე აქციაზე ვაპროტესტებდით ,,რუსული კანონის" მიღებას, რომელიც საქართველოში არასდროს არ იქნება გატარებული, რადგან დიდი ხანია საქართველო რუსეთი გუბერნიას გამოეყო. საქართველო არ იქნება რუსეთის გუბერნია ხოლო უშუალოდ დაკავების პროცესზე, სასამართლო პროცესი გადავადდა 22 მარტის 11 საათამდე. მედავებიან იმას, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენე მათ, არ დავემორჩიელე მათ მოწოდებებს. არ ვაღიარებ არცერთ დანაშაულს, ერთადერთი, რასაც ვაღიარებ, არის ქვეყნის სიყვარული და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა,"- აცხადებს დაკავებული.
ცნობისთვის, ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 36 მომიტინგე დააკავეს.