ჩემი შვილი მოკლულია... - ინტერვიუ თბილისში გარდაცვლილი ქალის დედასთან

10.05.21 13:22
ჩემი შვილი მოკლულია... - ინტერვიუ თბილისში გარდაცვლილი ქალის  დედასთან

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი ქალის, სელ აიტპაევას დედა თბილისშია. 

აისულუ აიტპაევა რამდენიმე წუთში, სამხარაულის ეროვნულ ბიუროში ცხედრის ამოცნობის პროცედურას დაესწრება. 

გარდაცვლილი ახალგაზრდას დედა შვილის თვითმკვლელობას გამორიცხავს. მისი თქმით, ასელ აიპაევა მოკლეს. 

აისულუ აიტპაევა "პირველებთან" არ გამორიცხავს, რომ მისი შვილი ტრეფიკინგის მსხვეროლი გახდა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 26 წლის ქალი ნათესავმა მანქანაში გაცვალა და ის თბილისში იძულებით სამუშაოს ასრულებდა, აისულუ აიტპაევა აღნიშნავს, რომ დადასტირებით ამაზხე საუბარი უჭირს. 

ჩემი შვილი მოკლულია... ყოველ დღე მქონდა მასთან კომუნიკაცია, ძალადობასა და გაუპატიურებაზე არაფერი უთქვამს. მანქანის გაცვლაზე არაფერს გეტყვით, რადგან მეც ზუსტად არ ვიცი. ვის მიერ გაუპატიურებაზეცაა საუბარი, ჩვენი ახლო ნაცნობია"- აცხადებს გარდაცვლილის დედა. 

მისი თქმით, საქმეში მინიმუმ ორი პირი ფიგურირებს. 

ოფიციალური ინფორმაციით, 26 წლის ქალი, ყაზახეთის მოქალაქე ასელ აიპაევა  მაისს მე-8 სართულიდან გადახტა და თავი მოიკლა. 

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ახალგაზრდა ქალი მუქარის და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. 

თბილისში გარდაცვლილი, 26 წლის ყაზახი გოგონას საქმეზე დაკავებულ ბესიკ თოდუას პატიმრობა შეეფარდა. 

მსგავსი სიახლეები