მე-7 კლასელმა ბავშვი გააჩინა და ტუალეტში ჩააგდო - დღეს, "შაბათის" ეთერში, შემზარავი ამბავი იმერეთის სოფლიდან (ანონსი)
მე-7 კლასელმა ბავშვი გააჩინა, ტუალეტში ჩააგდო და თავად სიკვდილს სასწაულით გადაურჩა.
დღეს, "ნოდარ მელაძის შაბათში" ნახავთ, შემზარავი ამბის დეტალებს იმერეთის სოფლიდან.
8 საათზე, მარიამ გაფრინდაშვილი მოგიყვებათ, როგორ დამალეს ახალშობილი ბოსელში და როგორ მიაგნო პოლიციამ შემზარავი დანაშაულის კვალს.
"შაბათის" ეთერმა მოიპოვა მეშვიდე კლასელის ჩვებნება, სადაც მოსწავლე ყვება, რომ 11 წლის ასაკიდან მას ბიძაშვილი და მისი მეზობელი ერთროდულად აუპატიურებდნენ.
სოფელი, სკოლა, მასწავლებლები - ყველა ამტკიცებს, რომ 9 თვის განმავლობაში მოსწავლის ორსულობის ამბავი ვერავინ გაიგო.