შუამდგომლობა დაკმაყოფილებულია - მოსამართლემ აქციაზე დაკავებული მეურმიშვილის პროცესი 17:30-მდე გადადო

04.03.23 15:31
შუამდგომლობა დაკმაყოფილებულია - მოსამართლემ აქციაზე დაკავებული მეურმიშვილის პროცესი 17:30-მდე გადადო

საქალაქო სასამართლოში საბა მეურმიშვილის პროცესი 17:30-მდე გადაიდო. როგორც ირკვევა,  მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და  მტკიცებულებების წარსადგენად ვადა დღის ბოლომდე მისცა. დაკავებულის მეგობრების თქმით, აქტივისტ მეურმიშვილის დაკავება გაუგებარია, რადგან ის არანაირ წინააღმდეგობას არ უწევდა პოლიციას. 

ასევე დღეს უნდა გაიმართოს დავით ჩხობაშვილის სასამართლო პროცესიც, სტუდენტის, რომელსაც ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. 

ცნობისთვის, რუსული კანონპროექტების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 36 მომიტინგე დააკავეს.
 

 

 

მსგავსი სიახლეები