პუტინისა და ლუკაშენკოს მიდგომაა, ისინიც ასე შლიან მშვიდობიან საპროტესტო აქციებს - ცისკარიშვილი
საქალაქო სასამართლოში დაკავებული აქტივისტების მხარდასაჭერად ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი მივიდა.
მისი თქმით, დაკავებული ახალგაზრდები უდანაშაულოები არიან და მათი მიზანი საქართველოს მომავლის დაცვაა.
ეს ახალგაზრდები არიან აბსოლუტურად უდანაშაულოები, არაფრისთვის დაჭერილები, სინდისის პატიმრები, რადგან გამოვიდნენ თავისი მომავლის, ჩვენი სახელმწიფოს, საქართველოს მომავლის დასაცავად, რათა ჩვენ წავიდეთ ევროპისკენ, გავხდეთ ევროატლანტიკური დიდი ოჯახის ნაწილი და არა რუსეთის უკანა ეზო. ეს არის კლასიკურად პუტინისა და ლუკაშენკოს მიდგომა, მათგან ისწავლეს, ისინიც ასე შლიან ხოლმე მშვიდობიან საპროტესტო აქციებს მოსკოვში, მინსკში თუ სხვა ქალაქებში,-" აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი.
ცნობისთვის საქალაქო სასამართლოში აქტივისტების პროცესები მიმდინარეობს, რომლებიც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დააკავეს.