თბილისში სასულიერო პირი დაჭრეს
თბილისში სასულიერო პირი დაჭრეს. დაჭრილი 64 წლის ცოტნე თვარაძეა.
სასულიერი პირი ზურგის და ფეხის არეში დანით არის დაჭრილი.
შემთხვევა ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე მდებარე 13 ასურელი მამის ტაძრის ეზოში, დილის საათებში მოხდა. ტაძრის წინამძღვარი ეზოში იმყოფებოდა, რა დროსაც მას ზურგიდან 50 წლამდე მამაკაცი თავს დაესხა და რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
დაჭრილის იდენტიფიცირება მრევლმა მალევე შეძლო. სწორედ მათ მიაწოდეს სამართალდამცველებს ინფორმაცია.
თავდამსხმელი მიიმალა, თუმცა "პირველების" ინფორმაციით, სამართლდამცველებმა მისი დაკავება ქუჩის გადაღმა, ერთ-ერთ საწყობში შეძლეს.
რაც შეეხება მოტივს, მრევლი ამბობს, რომ თავდამსხმელს სასულიერო პირთან დაპირისპირება არ ჰქონია, თუმცა ამბობენ, რომ 50 წლამდე მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
დაჭრილი კავკასიის საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი. სასულიერო პირის მდგომარეობა მძიმე. ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
ფაქტს შსს-ც ადასტურებენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.