ალბათ, წინასწარ მიიღებენ ნებართვას და ისე ჩამოვლენ - ალასანია პოლონელ მედიკოსებზე

04.03.23 16:09
ალბათ, წინასწარ მიიღებენ ნებართვას და ისე ჩამოვლენ - ალასანია პოლონელ მედიკოსებზე

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ინფორმაციით, პოლონელს მედიკოსებს, სავარაუდოდ, იუსტიციის სამინისტროს ნებართვვა ექნებათ და ისე ჩამოვლენ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად.

"ვივა მედიდან" გამოსულმა გიული ალასანიამ თქვა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

"დღეს დილით 170 ჰქონდა წნევა, ისე რომ ვერც ვიგრძენიო, ახლა შედარებით ნორმალურია, მოწესრიგდა. ჯერჯერობით აქტუალურია ამ პოლონელების ჩამოსვლა და ველოდებით. არ ვიცი, ის ხალხი ტყუილად არ ჩამოვა თუ არ ექნებათ ნებართვა, ალბათ, წინასწარ მიიღებენ ნებართვას და ისე ჩამოვლენ, მე ასე მგონია, ისე არ ვიცი", - თქვა გიული ალასანიამ.

მსგავსი სიახლეები