არაფერს გვეუბნებიან, შეიძლება ნაცემია - დაკავებულის დედა, რომელიც შვილს 3 მარტს სახლში უცდიდა

04.03.23 17:14
არაფერს გვეუბნებიან, შეიძლება ნაცემია - დაკავებულის დედა, რომელიც შვილს 3 მარტს სახლში უცდიდა

წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ხელბორკილები ადმინისტრაციული წესით დაადეს, თუმცა ამ დრომდე არ იციან როდის გადაიყვანენ სასამართლოში. 

ერთ-ერთი ასეთი აქტივისტის დედა უკვე მეორე დღეა წინასწარი მოთავსების იზოლატორთან დგას. შვილთან არ უშვებენ, ამიტომ ვარაუდობს რომ მისი ვაჟი შესაძლოა ნაცემი იყოს.

ველოდები დედა 3 მარტს, შვილი არ მოდის. მოვედი გუშინაც აქ, დღესაც, ვერაფერს ვერ ვიგებ ჩემი შვილის შესახებ. 27 იყო აქ, 20 კაცი წაიყვანეს, 7 კაცი რატომაა დაკავებული? რატომ დღემდე არავინ მაძლევს ინფორმაციას, რატომ არის დაკავებული, არ ვიცი ნაცემია თუ არა. იქნებ დაზიანებაც აქვს. ნუთუ დედას არ აქვს იმის უფლება, ვიცოდე, ჩემს შვილს პროცესი როდის აქვს, ან რატომ არის დაკავებული. შიდა ნომერზე ვრეკავთ და გვეუბნებიან, ჩვენც არ ვიცით, როდის გადაიყვანენ. წუხელ ადიელაც კი მოვიტანე, იქნებ ცივა ჩემს შვილს, ბავშვობიდან ღვიძლი აწუხებს. მე დედა ვარ და ვწუხვარ, რომ არ გაცივდეს. ხოდა არ გვაქვს არაფრის შეტანის უფლება. მე არ ვიცი რა პირობებშია ჩემი შვილი, იქნება საერთოდ არაფერი არ დაუშავებია. უდანაშაულო კაცი იქ რომ ზის, დღეს რომ გაცივდეს, მერე ვინ აგებს ჩემი შვილის ჯანმრთელობაზე პასუხს?" - ამბობს დაკავებული დედა

ამ დრომდე უცნობია, როდის ჩაინიშნება რეპრესიების ღამეს დაკავეებული ექვსი აქტივისტის სასამართლო პროცესი. ზუსტი დრო უცნობია. რამდენიმე საათში 48 საათიანი ვადა იწურება.

შეგახსენებთ, რომ 2 მარტის ღამეს პოლიციელებმა 36 აქტივისტი დააკავა.

მსგავსი სიახლეები