უკრაინის დასახმარებლად საქველმოქმედო საიტი UKRAINE.GE ამუშავდა
UKRAINA.GE- ასე ქვია ახალ საქველმოქმედო ვებ-გვერდს, რომელიც უკრაინის დასახმარებლად შეიქმნა.
სამი არასამთავრობო ორგანიზაციის და საგამოძიებო ბიუროს, მედია საკონსულტაციო ჯგუფის, სამოქალაქო ერობისა და სტუდია "ვესტ ვექტორ პროდაქშენის" ერთობლივი პრეზენტაცია 3 მარტს შედგა.
ukraina.ge -ს მეშვეობით, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, მიზნობრივი დახმარება გაუწიონ უკრაინელ ხალხს.
ვებგვერდის საშუალებით, ჩვენ ვაპირებთ დავაკავშიროთ დონორები და მოხალისეები მათთან, ვისაც დახმარება სჭირდება; ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას ახალი ინიციატივების შესახებ და გაგაცნობთ, თუ როგორ მუშაობს თქვენი შემოწირულობა უკრაინელი ხალხის გამარჯვებისთვის. დღემდე თანხობრივი და მატერიალური შემოწირულობების სახით ჩვენ შევძელით 1,181,400 ლარის მობილიზაცია და ეს, ქველმოქმედი ადამიანების გარეშე არასდროს მოხდებოდა. გვსურს მადლობა გადავუხადოთ მათ, ვინც უკვე გააკეთა შემოწირულობები და აქტიურობისკენ მოვუწოდოთ მათ, ვისაც დახმარების სურვილი გაუჩნდებათ მომავალში"- აცხადებენ იდეის ავტორები.