ოკუპანტები კასპში - გაკაფულია ტყე და მიტაცებულია რამდენიმე ჰექტარი

10.05.21 11:32
ოკუპანტები კასპში - გაკაფულია ტყე და მიტაცებულია რამდენიმე ჰექტარი

ოკუპანტებმა კასპის რაიონის სოფელ გორაკაში ტყის მასივი გაკაფეს და საღებავებით ნიშნულები გააკეთეს. მიტაცებულია რამდენიმე ჰექტარი მიწა. ამის შესახებ ინფორმაციას "ძალა ერთობაშია" ავრცელებს. "ძალა ერთობაშიას" წევრის, დავით ქაცარავას, ინფორმაციით, მცოცავი ოკუპაცია შესაძლოა, სხვა მონაკვეთებზეც მიმდინარეობდეს. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ საღებავებით მონიშნულ ადგილას რამდენიმე დღეში რკინის კონსტრუქციები გამოჩნდება.

საშუალოდ 100 მეტრით არის გადმოწეული ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, რაც ნიშნავს დამატებით ათეულობით, შეიძლება, ასეულობით ჰექტრების დაკარგვას. აპირებენ იქ მავთულხლართების გავლებას, სიტუაცია იმგვარია, რომ ძალიან გააქტიურდნენ სხვადასხვა მონაკვეთებზე. შესაძლებელია, სხვა მონაკვეთებზე მუშაობენ ეხლა რუსები, ვინაიდან ხელისუფლება ამ ინფორმაციას საგულდაგულოდ მალავს და ამას ვიგებთ ადგილობრივების მეშვეობით, არ არის გამორიცხული, რომ აქ თუ არ ჩანან, პერიმეტრზე ნებისმიერ სხვა მონაკვეთზე სამუშაოები მიმდინარეობდეს, - ამბობს დავით ქაცარავა. 

მსგავსი სიახლეები