"საირმის" გაფიცული თანამშრომლები აქციას ხვალ ღარიბაშვილის სამსახურთან გამართავენ
საირმეში გაფიცული მუშები დედაქალაქისკენ მოდიან. საწარმოს ათობით თანამშრომელი ხვალ დილიდან აქციას ირაკლი ღარიბაშვილის სამსახურთან გამართავს.
საწარმოსთან დარჩება გაფიცულთა ერთი ჯგუფი. გაფუცლების ამბობენ, რომ პროტესტის შეწყვეტას მოთხოვნების შესრულებამდე არ გეგმავენ.
მოთხოვნები უცვლელია: შრომის ადამიანური პირობების შექმნაა, ქარხნის ტეროტირიაზე არსებული მძიმე ვითარების გამოსწორება და ხელფასების მატება. უკვე მესამე კვირაა ამ მოთხოვნებით საწარმოს ათობით მუშა ქარხნის წინ კარავში ათენებს და აღამებს. ჯერ-ჯერობით მოლაპარაკებებები ადმინისტრაციასთან უშედეგოდ სრულდება.