მკვლელობით დასრულებული ბიზნესრეკეტი გორში - რატი მამედოვს პატიმრობა შეეფარდა

05.03.23 13:47
მკვლელობით დასრულებული ბიზნესრეკეტი გორში - რატი მამედოვს პატიმრობა შეეფარდა

სისხლიანი გარჩევა გორში - გორის სასამართლომ რატი მამედოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება დავით მაკარაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

გამოძიების ინფორმაციით, ბიზნესის რეკეტის საქმეში სწორედ მამედოვი იყო ჩართული, რომელიც საბოლოოდ, სისხლიანი ანგარიშსწორებით დასრულდა.  მათი ინფორმაციით, მამედოვი საბაშვილების ოჯახს, რომელიც სადგურის დასახლებაში ავტომობილების შემკეთებელ  ობიექტს ფლობდა, ყოველთვიიურად ფულს სძალავდა და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. 

სისხლიანი ანგარიშსწორება გორში 5 დღის წინ მოხდა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით 34 წლის ბიზნესმენი ნიკა საბაშვილია დაკავებული.  გამოძიების ინფორმაციით,  საბაშვილმა 31 წლის ირაკლი კობერიძე ავტომობილში 20 ტყვიით ჩაცხრილა.  

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მამედოვს 5-დან 7 წალმდე პატიმრობა ემუქრება. 

მსგავსი სიახლეები