რატომ შეცვალა "გრინსერვისპლუსმა" ვაკის პარკის შადრევნის პირველადი პროექტი - დირექტორი კითხვას არ პასუხობს

05.03.23 15:18
რატომ შეცვალა "გრინსერვისპლუსმა"  ვაკის პარკის შადრევნის პირველადი პროექტი -  დირექტორი კითხვას არ პასუხობს

რატომ შეცვალა "გრინსერვისპლუსმა"  პირველადი პროექტი თვითნებურად - "პირველებმა" კითხვა კომპანიის დირექტორს დაუსვა. კობა ხარშილაძე კითხვას ვერ პასუხობს.

გავერკვევი ოფიციალურად და გეტყვით. გადავამოწმებ განცხადებას და გეტყვით. ვაიმე, თუ გინდათ რომ ვისაუბროთ დაუსრულებლად ეგ სხვა თემაა, - თქვა ხარშილაძემ. 

ვაკის პარკის საქმეზე პროკურატურმა დღეს ბრალი მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს გიგა გიგაშვილს და სამ იურიდიულ პირს, “გრინსერვის +”-ს, "ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და ,,მშენექსპერტს“ წარუდგინა.

უწყების ცნობით, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, "გრინსერვისპლუსმა" პირველადი პროექტი თვითნებურად შეცვალა, რამაც საბოლოოდ, მარიტა მეფარიშვილის სიკვდილი გამოიწვია.