ვაკის პარკის საქმეზე დაკავებულები საქალაქო სასამართლოში მიიყვანეს
ყურადღების ცენტრში ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოა, სადაც ვაკის პარკის საქმეზე დაკავებულები მიიყვანეს. სხდომაზე იქნება თბილისის მერიის მაღალჩინოსანიც გიგა გიგაშვილიც, რომელსაც პროკურატურა სამხურეობრივ გულგრილობას ედავება.
მოსამართლემ დღეს დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს.
სხდომის დაწყებამდე "პირველებმა" "გრინსერვისპლუსის" წარმომადგენლებს ჰკითხა, რატომ შეიცვალეს ვაკის პარკის შადრევნის პირველადი პროექტი, რაზეც მათ უპასუხეს, რომ ეს არსებითი მნიშვნელობის ცვლილება არ იყო და მას რაიმე სახის ტრაგედიის გამოწვევა არ შეეძლო.
"გრინსერვისპლუსის" დირექტორი ბრალდებას თითიდან აგმოწოვილს უწოდებს.
საუბარია იმაზე, რა იყო ამის გამომწვევი მიზეზი. ეს არის, რეალურად, დასადგენი და არა ის, ტუმბო ჩაძირული იყო თუ არა. თქვენ რომ მკითხეთ, პასუხი გაგეცით, რომ ყველაზე მინიმუმ 60-ზე მეტი, შეიძლება 100-ზე მეტი ჩაძირული ტუმბო იყო. ჩემი აზრით, თითიდან გამოწოვილი ბრალდებააა, რას ნიშნავს ყალბი პროექტი? ასეთი მცნება არ არსებობს. ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი პროექტი, რომლის მიხედვიტაც კეთება სამუშაოები, მეორეს მხრივ, სხვა ადმინისტრაციული ორგანო გეუბნება, რომ ეს არის ყალბი. ასეთი მცნება არ არსებობს... კარგი, გასაგებია, ლაშა არის დაჭერილი, ეს ამდენი ხალხი, დანარჩენები, შემდუღებელი და ა.შ., რეალურად რომ შეხედო, იყო 9 ბრალდებული, გახდა ახლა 11 თუ არ ვცდები, ასეთი პროცესი ისტორიულად, ერთეული შემტხვევები თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენც კი, - ამბობს "გრინსერვისპლუსის" დირექტორი კობა ხარშილაძე.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი ალაპარაკდება და კვალი კალაძემდე მივა.