"თითიდან გამოწოვილი ბრალდებაა" - "გრინსერვისპლუსის" დირექტორი ვაკის პარკის საქმეზე
"გრინსერვისპლუსის" დირექტორი მისი ვაკის პარკის საქმეზე ბრალდებას თითიდან გამოწოვილს უწოდებს. კობა ხარშილაძეს "პირველებმა" ჰკითხა, რატომ შეცვალეს შადრევნის პირველადი პროექტი.
კობა ხარშილაძის განმარტებით, ეს არსებითი მნიშვნელობის ცვლილება არ იყო და მას რაიმე სახის ტრაგედიის გამოწვევა არ შეეძლო.
საუბარია იმაზე, რა იყო ამის გამომწვევი მიზეზი. ეს არის, რეალურად, დასადგენი და არა ის, ტუმბო ჩაძირული იყო თუ არა. თქვენ რომ მკითხეთ, პასუხი გაგეცით, რომ ყველაზე მინიმუმ 60-ზე მეტი, შეიძლება 100-ზე მეტი ჩაძირული ტუმბო იყო. ჩემი აზრით, თითიდან გამოწოვილი ბრალდებააა, რას ნიშნავს ყალბი პროექტი? ასეთი მცნება არ არსებობს. ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი პროექტი, რომლის მიხედვიტაც კეთება სამუშაოები, მეორეს მხრივ, სხვა ადმინისტრაციული ორგანო გეუბნება, რომ ეს არის ყალბი. ასეთი მცნება არ არსებობს... კარგი, გასაგებია, ლაშა არის დაჭერილი, ეს ამდენი ხალხი, დანარჩენები, შემდუღებელი და ა.შ., რეალურად რომ შეხედო, იყო 9 ბრალდებული, გახდა ახლა 11 თუ არ ვცდები, ასეთი პროცესი ისტორიულად, ერთეული შემტხვევები თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენც კი, - ამბობს "გრინსერვისპლუსის" დირექტორი კობა ხარშილაძე.