"მერიის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოიკვეთა" - საბა ბუაძე ვაკის პარკის საქმეზე

05.03.23 17:28
"მერიის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოიკვეთა" - საბა ბუაძე ვაკის პარკის საქმეზე

"ლელოს" წევრი საბა ბუაძე მიიჩნევს, რომ ვაკის პარკის საქმეზე მერიის საქალაქო სამსახურის უფროსის დაკავება სისხლის მერიის მაღალჩინოსნების სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე პირდაპირ მიანიშნებს. 

ოპოზიციის წევრი დარწმუნებულია, რომ საქმეში უმაღლესი თანამდებობის პირებიც არიან ჩართულები. 

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის დაკავება ნიშნავს იმას, რომ არათუ მერიის პოლიტიკური პასუხისმგებლობა გამოიკვეთა, არამედ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც ძალიან ცხადია. თუმცა ფაქტია, რომ ამ მასშტაბის პროექტზე ამ  მნიშვნელობის გადაწყვეტილებებეი საქალაქო სამსახურის უფროსის მონაწილეობით ვერ იქნებოდა მიღებული და აქ ჩართულები არიან უმაღლესი თანამდებობის პირები, - ამბობს ბუაძე. 

ვაკის პარკის საქმეზე პროკურატურმა დღეს ბრალი მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს გიგა გიგაშვილს და სამ იურიდიულ პირს, “გრინსერვის +”-ს, "ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და ,,მშენექსპერტს“ წარუდგინა.

უწყების ცნობით, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, "გრინსერვისპლუსმა" პირველადი პროექტი თვითნებურად შეცვალა, რამაც საბოლოოდ, მარიტა მეფარიშვილის სიკვდილი გამოიწვია. 

 

მსგავსი სიახლეები