გამორიცხავს თუ არა გამოძიება ვაკის პარკის საქმეზე კალაძის კვალზე გასვლას? - პროკურორი გადაჭრით ვერ პასუხობს
"პირველების" შეკითხვას, გამორიცხავს თუ არა, რომ გამოძიება თბილისის მერის კვალზე გავიდეს, საქმის პროკურორი გადაჭრით ვერ პასუხობს.
ამის მიუხედავად, არჩილ ტყეშელაშვილი ამბობს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ამ პროცესში ვისი პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება, მას დაკითხავენ.
როგორც დავაანონსეთ თავიდანვე გამოძიების მიმდინარეობისას რომელი პირის პასუხისმგებლობის საკითხიც გამოივეთება, ყველა პირი მიეცემა პასუხისგებაში. ვინაიდან გამოიკვეთა საქალაქო სამსახურის უფროსის და ექსპერტის პასუხისმგებლობა, მიეცნენ ეს პირების პასუხისგებაში, რაც შეეხება სხვა პირებს, მიმდინარეობს გამოძიება და დანარჩენს გამოძიების შედეგები გვიჩვენებს, - ამბობს პროკურორი.
ვაკის პარკის საქმეზე პროკურატურმა დღეს ბრალი მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს გიგა გიგაშვილს და სამ იურიდიულ პირს, “გრინსერვის +”-ს, "ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და ,,მშენექსპერტს“ წარუდგინა.
უწყების ცნობით, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, "გრინსერვისპლუსმა" პირველადი პროექტი თვითნებურად შეცვალა, რამაც საბოლოოდ, მარიტა მეფარიშვილის სიკვდილი გამოიწვია.