13 ასურელი მამის სახელობის წინამძღვარი მისივე მრევლმა დაჭრა - დაკავებული ბრალს არ აღიარებს

05.03.23 20:27
13  ასურელი მამის სახელობის წინამძღვარი მისივე მრევლმა დაჭრა - დაკავებული ბრალს არ აღიარებს

13  ასურელი მამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დანით სულიერმა შვილმა დაჭრა. მღვდელი წირვის ჩასატარებლად ეკლესიაში შედიოდა, როცა შუახნის კაცი ზურგიდან მიეპარა და ცივი იარაღით დაჭრა.

სასულიერო პირს ოთხი ჭრილობა აქვს მიყენებული. ის ახლაც რეანიმაციაში, ექიმების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა.

თავდამსხმელი ამტკიცებს, რომ არაფერი ახსოვს, დანაშაულს არ აღიარებს და მღვდელთან ნაცნობობას უარყოფს.

გამოძიება ახლა ექსპერტიზის პასუხს ელოდება. დასადგენია იყო თუ არა მღვდელზე თავდამსხმელი დანაშაულის ჩადენის მომენტში შერაცხად მდგომარეობაში.

უფრო ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები