ვაკის პარკის ტრაგედიის საქმე - პროკურატურის გამოძიება მერიის მაღალჩინოსნებამდე მივიდა
პროკურატურის გამოძიება მერიის მაღალჩინოსნებამდე მივიდა. ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის საქმეზე დაკავებულია გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი. გიგა გიგაშვილს სამსახურეობრივ გულგრილობას ედავებიან.
გიგაშვილის გარდა ბრალი მერიის კონტრაქტორი კომპანიის თანამშრომელსაც. მას ყალბი დოკუმენტების დამზადებას და გამოყენებას ედავებიან.
ორივე მათგანი მოსამართლემ დღეს პატიმრობაში დატოვა.
ბრალდებულების წინააღმდეგ პროკურატურას საინჟინრო - ტექნიკური ექსპერტიზის პასუხები აქვს, რომლითაც დგინდება, რომ "გრინსერვისსპლიუსმა" შადრევანი გაყალბებული პროექტით ააშენა. ირკვევა, რომ სამუშაოები რომ პირველიი პროექტით შესრულებულიყო ანუ ტუმბოს ძრავის მკვებავი კაბელები შადრევნის აუზში არ დაეყენებინათ, დენი არ გაჟონავდა და მარიტა მეფარიძეც ცოცხალი იქნებოდა.
უფრო ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.