არა რუსულ კანონს - სტუდენტების აქცია
არა რუსულ კანონს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ სტუდენტებმა ბანერი გაშალეს.
ცნობისძთვის, აგენტების შესახებ რუსული კანონპროექტებს პირველი მოსმენით დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.
სხდომა უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატები ძალის გამოყენებით გამოაძევეს.
პროტესტია პარლამენტის შენობის გარეთაც. ადგილზე შეკრებილები სკანდირებენ - "არა რუსულ კანონს", "რუსული კანონი გვაშორებს ევროკავშირს".