9 აპრილის შემდეგ აქციაზე არ ვყოფილვარ, ახლა ვერ გავჩერდი, - აქციის მონაწილე რუსთაველზე სოციალური საცხოვრისიდან მივიდა

06.03.23 15:47
9 აპრილის შემდეგ აქციაზე არ ვყოფილვარ, ახლა ვერ გავჩერდი, - აქციის მონაწილე რუსთაველზე სოციალური საცხოვრისიდან მივიდა

"9 აპრილის შემდეგ აქციაზე არ ვყოფილვარ, ახლა ვერ გავჩერდი" - ამბობს  რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მისული პროტესტის მონაწილე. ქალი, რომელიც აქციაზე შვილიშვილთან ერთად მივიდა, აცხადებს, რომ რუსული კანონის შედეგები ყველას ოჯახამდე მივა.

9 აპრილის მოწამლული ვარ მე. იმის შემდეგ მე აქციებზე არ ვყოფილვარ. იმიტომ კი არა, რომ მოკვდვები და შიში მაქვს. რაღა შემზიზღდა... ახლა ვერ გავჩერდი. აღსრულდა შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანში მოცემული ფრაზა, აი, ეს არის ქაჯეთის ციხე, ეს არის ის ადგილი. თითოეულის ოჯახამდე მივა ეს. ირაკლი კობახიძეს გარედან კი არ აქვს მარტო თმა, შიგნით აქვს ჩხვეული. ნეიროქირურგი სჭირდება მას!, - ამბობს აქციის მონაწილე. 

მსგავსი სიახლეები