"მხოლოდ ევროპულ ოჯახშია შესაძლებელი, მოგვშორდეს დევნილობის მძიმე ტვირთი" - საფეხბურთო კლუბი "გაგრა"
საფეხბურთო კლუბი "გაგრა" რუსული კანონის წინააღმდეგ - კლუბი ამბობენ, რომ "მხოლოდ ევროპულ ოჯახშია შესაძლებელი, მოგვშორდეს დევნილობის მძიმე ტვირთი":
"შეუძლებელია გაგრას ევროპული არჩევანი არ გააჩნდეს.რადგან მხოლოდ ევროპულ ოჯახშია შესაძლებელი მოგვშორდეს დევნილობის მძიმე ტვირთი.რადგან მხოლოდ ევროპაა გზა ჩვენი მიწიდან ოკუპანტის განდევნის.რადგან მხოლოდ ევროპაა გზა - ერთ მშვენიერ დღეს, დავბრუნდეთ ჩვენს სახლში, გაგრაში და მეტოქეებს საკუთარ არენაზე ვუმასპინძლოთ.რადგან თავად საქართველოა ევროპა" - წერია განცხადებაში.