საგამოძიეო სამსახურმა უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვის 45 ფაქტი გამოავლინა - დაკავებულია 21 პირი

07.03.23 12:25
საგამოძიეო სამსახურმა უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვის 45 ფაქტი  გამოავლინა - დაკავებულია 21 პირი

აგამოძიებო სამსახურმა თებერვლის თვეში უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 45 ფაქტი გამოავლინა. პასუხისგებაში მიეცა 47 ადამიანი, აქედან პატიმრობა 21 შეეფარდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2023 წლის თებერვლის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 45 ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ბრალდებულის სახით 47 პირი პასუხისგებაში მისცეს, მათგან 21 პირი დააკავეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში 46 116 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 226 000 ლარს აღემატება.

აღნიშნული დანაშაული ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, თავისუფლების აღკვეთით 6-დან 8 წლამდე ვადით, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 
 

მსგავსი სიახლეები