"ოცნებას" ქართულად არ უძგერს გული, რადგან ერთი კაცის გულის ძგერას ემორჩილებიან - სასულიერო პირი

07.03.23 13:37
"ოცნებას" ქართულად არ უძგერს გული, რადგან ერთი კაცის გულის ძგერას ემორჩილებიან - სასულიერო პირი

 პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მისული სასულიერო პირი პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნებას" ქართულად არ უძგერს გული, რადგან ერთი კაცის გულის ძგერას ემორჩილებიან.

მღვდელის თქმით, სხვა ქვეყნის კანონი ჩვენ არაფერში გვჭირდება.

"სხვა ქვეყნის კანონი ღარიბაშვილს არ სჭირდება. საქართველოს თავის კანონები სჭირდება. ქართულად უნდა აზროვნებდეს ის, ვინც ქართულ კანონს მიიღებს. ზოგიერთი პარლამენტარი ლაპარაკობდა, "ოცნების" პარტიიდან, ჩვენო, ქართველები არ ვართო, ქართულად არ გვიძგერსო გულიო, არ უძგერთ ქართულად გული, რადგან ერთი კაცის გულის ძგერას ემორჩილებიან. ეს ერთი კაცი არის რუსი. არსით არის რუსი". - ამბობს სასულიერო პირი.

მსგავსი სიახლეები