სისხლიანი დაპირისპირება ასპინძაში - ფერმაში მწყემსი მოკლეს

10.05.21 13:58
სისხლიანი დაპირისპირება ასპინძაში - ფერმაში მწყემსი მოკლეს

ასპინძაში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს -  როგორც ირკვევა, დანაშაული ფერმაში მოხდა. მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. 

ბრალდებული დაკავებულია. 

გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა, რომელიც სოფელ ბუზმარეთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ფერმაში მწყემსად მუშაობს, ურთიერთშელაპარაკებისას, ამავე ფერმაში მომუშავე, 1983 წელს დაბადებულ, მწყემსს ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, დანაშაული 7-15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები